სალათა "ბავარიული"

  10:36:24     03-02-2012

მასალა:

    შებოლილი ძეხვი  - 350 გრ

    ყველი  - 200 გრ

    ხახვი  - 4 თავი (წითელი)

    კიტრის მწნილი  - 4 ცალი

    მწვანე ხახვი  - 1 კონა

    მაიონეზი  - 4 ს/კ

    არაჟანი  - 4 ს/კ

    ძმარი  - 1 ს/კ

    მდოგვი  - 1 ჩ/კ

    ოხრახუში  - პატარა კონა

    მარილი  - გემოვნებით

    პილპილი  - გემოვნებით

ძეხვი დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად. ყველი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი თხელ რგოლებად, კიტრი

თხელ ღერებად. მწვანე ხახვი და ოხრახუში დავკეპოთ. ყველაფერი გადავიტანოთ ღრმა სასალათეში და

ერთმანეთში ავურიოთ.

მაიონეზი, არაჟანი, ძმარი, მდოგვი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი. მიღებული

სოუსი დავასხათ სასალათეში მოთავსებულ პროდუქტებს და მაგიდასთან მიტანამდე გავაჩეროთ 15წუთით.