
ივანიშვილის ნათესავების მიერ გავრცელებული წყევლა-კრულვა „ფეისბუქზე“
20:48:53     02-02-2012
„შენს გვარს და ჯილაგს და შენს ოჯახს მეტი ლოცვა არ გქონოდეთ. ეშმაკეული ხარ და ეშმაკმა წაიღოს შენი სული და მძორი. არცერთ ხატს და სალოცავს არ ესმინოს არასდროს შენთვის. წყეულიმც იყავი უკუნისამდე. ამინ!“ - ამ ამაზრზენი წყევლის ავტორი, ბიძინა ივანიშვილის მამის ძმიშვილი, ქალბატონი ბარბარე ივანიშვილია.
გასულ საუკუნეებში, ასეთ წყევლას ხატზე გადაცემისას თუ იტყოდნენ, თანამედროვე საქართველოში კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზეც“ შეხვდებით.
იმისათვის, რომ დაინახოთ, თუ როგორ შეიძლება გადააგვაროს ადამიანი მავანი პერსონისადმი ფანატიკურმა დამოკიდებულებამ, საკმარისია, თუნდაც „ფეისბუქის“ რომელიმე ისეთ ჯგუფში მოხვდეთ, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს არ აქებენ და თქვენს თვალწინ ადამიანის გონების და მეტყველების განუსაზღვრელი შესაძლებლობები გადაიშლება.
ივანიშვილის უკიდურესად აგრესიულ და ფანატიკოს ფანებს შორის, მისი ნათესავები და მოგვარეები, ძირითადად, ქალბატონები ჭარბობენ., რომელნიც მთელ ინტერნეტში ხმალამოწვდილები დაქრიან და წყევლა-კრულვისა და ლანძღვის მოშველიებით გააფთრებით ესხმიან თავს იმ იუზერებს, ვინც მათ სათაყვანებელ „ბიბიზე“, მის ცოლზე, შვილზე, სიდედრზე თუ პინგვინებზე აუგს იტყვის. სრული წარმოდგენის შექმნისათვის, შემოგთავაზებთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც მათ ერთ-ერთი გვერდის გავიცნოთ ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი „ვოლზე“ დატოვეს, ადმინისტრატორის და მოდერატორების მისამართით.
„ეშმაკი დაწყევლილია და შენ ხილული ეშმაკი ხარ,რატომ გიკვირს?ცილისმწამებელიც დაწყევლილია სჯულისგან და ნუ გიკვირს,ბინძურო და სამგზის შეჩვენებულო.შენ ლოცვა შექმენი და ამიტომ წყეული ხარ ბინძურო იეღოველო.ღმერტი გაგცემს პასუხს მაგ ლოცვის და მაგ ხატების შექმნისთვის.შე სატანის კერძო ჩემ გვარს რომ შეურაცხყოფ,აბა რა გგონია?“
„გვერდი გააუქმე გირჩევნია სანამ შენნაირ ბინძურ ცილისმწამებლებზე მეტი წყევლა-კრულვა და შეჩვენება არ გადმომიწერია სჯულის კანონიდან და წმინდა წერილიდან.“
„საცოდავო,ჩემს ოჯახზე არასოდეს არ თქმულა რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით,შენ კი მართლა ხარ მშიერმუცელა მონის ნაშობი სამგზის შეჩვენებულო დაგლახვროს ატოცის და ჭორვილის წმინდა გიორგიმ“
„ამ გვერდს თუ არ გააუქმებს ნახოს როგორ მოეკითხება სულ მალე ამ სიბინძურეებისთვის და აი ეს სალოცავი ამ სურათზეა რა დღეში ჩააგდებს მას და მისთვის ძვირფას ადამიანებს.“
„ის სურათი უკან დააბრუნე შე ნაძირალავ ან ეს რომ გამოიტანე სურათის ნაცვლად ესეც აიღე გირჩევნია თუ არ გინდა მაგ სალოცავის რისხვა დაგატყდეს თავს არაადანიანო.შხამიანო 'იქედნეს ნაშობო'“.
ამგვარი „მარგალიტები“ „მესიის“ ფანობაზე უარის მთქმელ ჯგუფებსა და პეიჯებზე მრავლად შეგხვდებათ და მათი ციტირებით აღარ შეგაწყენთ. ფაქტია, რომ ოლიგარქის მხარდამჭერებისთვის ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, წმინდანია და მისი სახელის ირგვლივ მცირე უარყოფითსაც კი ასეთი უკიდურესი აგრესიით და რელიგიური ტექსტებით გადაჭრელებული, ისტერიული მუქარით პასუხობენ.
ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ამ პატივცემული საზოგადოების მენტალიტეტსა და განთლების დონეზეც მშვენივრად მეტყველებს და იმაზეც, თუ რა გზით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ დედამიწაზე ხილული სასწაული მოხდება და „მესია“ ხელისუფლებაში მოვა.
თუმცა, ოლიგარქის მხარდამჭერებს შორის ასეთი საზოგადოების სიჭარბე არათუ გასაკვირი, არამედ, სრულიად ლოგიკურიცაა. ივანიშვილის მთელი ბიოგრაფია, ბექგრაუნდი, პერსონა, „ღირებულებები“ ასეთი ტიპის საზოგადოებას ყოველთვის იზიდავს.
ეს ძმები გრეჩიხების „ეპოქამაც“ და სხვა პერიოდებმაც ნათლად დაადასტურა და გამონაკლისი არც ახლანდელი სიტუაციაა. ამიტომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ დღესაც სოციალურ ქსელებში, პუტინის მსგავსად, ივანიშვილის „მირონმდინარე“ ხატიც ვიხილოთ წარწერით - გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ...