
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს შეხვდა
13:55:37     02-02-2012
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა. პრეზიდენტმა კლინტონს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო და აშშ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან.
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის წინსვლის საქმეში, ჰილარი კლინტონის პირადი წვლილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინტონის ჩარევის გარეშე, საქართველო წარმატებული ქვეყანა ვერ გახდებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და პრეზიდენტ სააკაშვილს, საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში ქართული სამხედრო ძალების მონაწილეობისათვის, მადლობა გადაუხადა.
ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში, რამდენიმე კვირაში შედგება.