
შალვა რამიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ახალი გარიგება
16:21:23     01-02-2012
როგორც ჩანს, შალვა რამიშვილისთვის ის „ლუკმა“, რაც ოლიგარქ ივანიშვილისგან მიიღო, საკმარისი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც რამიშვილმა მულტსერიალ „ბანანის რესპუბლიკის“ შექმნა და რეიტინგის მომლოდინეს იმედები გაუცრუვდა, ახალი პროექტით სურს „გაგვაოცოს“. როგორც ივანიშვილის მიერ გადმოგდებული „ლუკმებისგან“, წონაში ოდნავ მომატებული რამიშვილი იტყობინება, ახალ პროექტს გააკეთებს. გადაცემა, იუმორისტული ხასიათის იქნება.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ პროექტი კომერციული იქნება. კერძოდ: რამიშვილი დამოუკიდებლად (რამდენი გადაუხადა ივანიშვილმა ამ მოკლე დროში, რომ უკვე დამოუკიდებლად იწყებს პროექტების განხორციელებას?). გააკეთებს პროექტს, შემდეგ კი, მის „ნაშრომ–ნაწვალებს“, რომელიმე ტელეკომპანია შეიძენს. რამიშვილი, უნიჭოდ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ის ახალ გადაცემას ბევრი ფულის მოლოდინში, ტელეკომპანია „იგრიკასთვის“ არ აკეთებს.
ქართული ჟურნალისტიკის „ლარი კინგი“ არც მწვადს წვავს და არც შამფურს. „მაესტრო“ არ ეთმობა, „იგრიკაში“ მუშაობაზე კი სული მისდის. ამიტომ, ცუღლუტობასა და ეშმაკობაში კარგად გამობრძმედილი ახალ ოინს იგონებს.