ივანიშვილის „ნიუ იორკ თაიმსური“ ამაოებანი

  11:51:40     31-01-2012

ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში ყოფნა ძვირი უჯდება. პოლიტიკაში მოსვლისთანავე, მან ამერიკული ლობისტური კომპანია – BGR Government Affairs და­ი­ქი­რა­ვა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი კომპანიაა. BGR Government Affairs-ის მი­ერ აშშ–ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის­თვის კომ­პა­ნია ივანიშვილისგან ყო­ველ­თვი­უ­რად 25 000 აშშ დო­ლარს მი­ი­ღებს და უზრუნველყოფს მთავ­რო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას, ძი­რი­თა­დად ლონ­დონ­სა და ბრი­უ­სელ­ში, ასე­ვე მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მთე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით. შემდგომ ივანიშვილმა ქართულ მედია–საშუალებებზე გააკეთა ფსონი და ამაში 710 598 ლარი გადაიხადა. ახლა კი მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან ვიზიტთან დაკავშირებით, საგანგებოდ განათავსა გავლენიან გამოცემებში: ,,The Washington Post’’-სა და ,,The New York Times’’-ში  წერილი ობამასთან.

აღნიშნულ გამოცემებში, პირადი უსტარის გამოქვეყნება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ივანიშვილს ალბათ მილიონიც უღირდა ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს პრეზიდენტისთვის ბარაკ ობამასთან შეხვედრისას. რამდენად საინტერესო იყო აშშ–ის პრეზიდენტისთვის რუსეთში მოღვაწე, ახლდაგამომცხვარი პოლიტიკოსის წერილი ეს ცალკე თემაა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც სცადა ამ გზით მაინც მიეწვდინა ხმა აშშ–ს პრეზიდენტისთვის. ,,ძვირფასო პრეზიდენტო ობამა’’ – ასე იწყებს საკუთარ წერილს ივანიშვილი და ბარაკ ობამას გავლენიანი გამოცემების სარეკლამო ფართზე ვრცლად მოუთხრობს ქვეყანაში, მისი თვალით დანახული პრობლემების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბარაკ ობამა გულდასმით წაიკითხავდა მის წერილს, უპირობოდ ჭეშმარიტებად აღიქვამდა მის წერილში მოყვანილ არგუმენტებს თუ რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გუნდით და მიხეილ სააკაშვილს თეთრი სახლიდან უცერემონიოდ გამოისტუმრებდა. თუმცა ოლიგარქმა ფული ამჯერადაც ფუჭად გადაყარა და ობამას ნაცვლად მის წერილს არა ,,The Washington Post’’-ისა და ,,The New York Times’’-ის მკითხველები, არამედ მისი მხარდამჭერები ეცნობიან, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქმა წერილის ქართული თარგმანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოფინა.