განუმეორებელი კიმ ბესინჯერი...
08:35:38     30-01-2012
დაიბადა და გაიზარდა ჯორჯიის შტატში,ხუთი და-ძმიდან იყო მესამე.ბავშვობაში იყო ძალიან მორცხვი. მშობლემბა ადრეულ ასაკშივე შეიყვანეს საბალეტო სკოლაში,ამით ისინი ცდილობდნენ კიმისთვის კომპლექსების მოხსნას. როდესაც მან მიაღწია ბედნიერ 16 წელს, ოდესღაც მორცხვი კიმი გამოვიდა სილამაზის კონკურსზე, სადაც მოიპოვა მის ჯორჯიას ტიტული და გაემგზავრა ნიუ-იორკში.
1969 წელს დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. პირველად მონაწილეობა მიიღო შამპუნის რეკლამაში.შემდეგ ნელ-ნელა მისი წარმატება პიკს აღწევდა, 20 წლის ასაკში ის იყო საუკეთესო მოდელი. ხვდებოდა უამრავი ჟურნალის გარეკანზე და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ასამდე რეკლამაში.1976 წელს კიმმა ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა ჰოლივუდის დასაპყრობად.მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო სერიალებში შესრულებული ეპიზოდური როლებით. შემდეგ მიიღო შემოთავაზებები რამოდენიმე ფილმში ერთ-ერთი მათგანი იყო ბეტმენი,რომელაც კიმის კარიერა არნახულად აამაღლა.წარმატების მისაღწევად არც ფლეიბოისთვის გახდაზე უთქვამს უარი.
მისი მეუღლე იყო ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდუინი, რომელიც ფილმის გადაღების დროს გაიცნო. 2001 წელს კიმმა შეიტანა საბუთები განქორწინების თაობაზე. წყვილი დაშორდა. მათ ჰყავთ 16 წლის ქალიშვილი აილენდი. კიმს მიღებული აქვს ოსკარი და ახლაც არ წყვეტს მუშაობას. ამბობენ რომ მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
კიმს აქვს აგორაფობია, ეშინია ღია სივრცის, ეს ძალიან ტანჯავდა მის მეუღლეს სანამ კიმი თერაპერტთან არ მივიდა თუმცაღა ბოლომდე მაინც ვერ განიკურნა. ცნობილი მსახიობი ვეგეტარიანელია...
„ანგელ.ჯი“