დღეს, მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდება

  07:38:28     30-01-2012

დღეს, 30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდება. შეხვედრა, ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი და უცხოელი ექსპერტები უკვე გამოთქვამენ მოსაზრებებს და პროგნოზებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ისტორიულ ვიზიტს.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტები განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ბარაკ  ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის და სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის საკითხებს.   

როგორც ცნობილია, ეს იქნება ორი პრეზიდენტის პირველი ოფიციალური, პირისპირ შეხვედრა ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში. როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, სააკაშვილის და ობამას შეხვედრა მნიშვნელოვანი სიგნალი გახდება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მოსკოვისთვისაც...