ცხვრის ხორცის რაგუ ბერძნულად
07:12:23     30-01-2012
მასალა:
250 გ ცხვრის ხორცი
50 გ ხახვი
10 გ ზეთისხილი
20 გ ზეთი
150 გ თეთრი ღვინო
2 გ ნიორი
5 გ ტომატის პასტა
5 გ ფქვილი
დაფნის ფოთოლი
პილპილი და მარილი
ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. შემდეგ დავამატოთ გახეხილი ნიორი, დავასხათ ღვინის ნაწილი (ხორცი არ უნდა დაფაროს), შევდგათ ცეცხლზე ისე, რომ ღვინო ცოტათი აორთქლდეს. დავამატოთ დარჩენილი ღვინო, ტომატის პასტა, დაფნის ფოთოლი და მოვშუშოთ თავდახურულ ჭურჭელში მომზადებამდე. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ფქვილი, ზეთისხილი და გავაჩეროთ 5-10 წუთის განმავლობაში.