ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა
12:08:47     28-01-2012
დღეს, 28 იანვარს, შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა. ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი 2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.
ასტრიდ ლინდგრენი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. იგი არაერთი საბავშვო წიგნისა და ფილმის სცენარის ავტორია. ლინდგრენის წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ნაწარმოებებია "პეპი გრძელწინდა", "სახურავის ბინადარი კარლსონი" და "ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი".
ghn