თბილისში "კულტურის ცენტრი" გაიხსნება
12:24:23     25-01-2012
დღეს, 25 იანვარს, თბილისში "კულტურის ცენტრი" გაიხსნება. ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრს საკონცერტო ვერანდაც ექნება, სადაც შემოქმედებით საღამოს პირველად უცხოელი მომღერალი მოაწყობს.
"კულტურის ცენტრში 400-კაციანი საკონცერტო ვერანდა იქნება, სადაც 10 თებერვალს გრანდიოზული საღამო მოეწყობა. კულტურის ცენტრში იქნება საგამოფენო სივრცე, მოეწყობა ღონისძიებები და შეხვედრები", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
გახსნაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულები. "კულტურის ცენტრი" სპორტის სასახლის გვერდით არსებულ ბიზნესცენტში განთავსდება.
GHN