პიცა კარტოფილით

  11:28:25     25-01-2012

მასალა:

    5-6 ც. კარტოფილი

    2-3 ც. პამიდორი

    100 გრ. ყველი

    100 გრ. ძეხვი

    ფქვილი

    წყალი

5-6 ცალი კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ოვალურად. დავალაგოთ ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ფქვილს დავასხათ წყალი ისე, რომ მიღებული სითხე იყოს ბლანტი. ეს მასა კარტოფილს მოვასხათ, ზედ დავალაგოთ 2-3 მრგვლად დაჭრილი პამიდორი, ნახევარი ძეხვიც ასე დაჭრილი, ზემოდან მოვახეხოთ ყველი და გაზქურაში 20 წუთი შევდგათ. პიცა მზადაა!