ყაურმა ალუჩითა და ლიმონით
11:13:48     20-01-2012
მასალა:
280 გ ცხვრის ხორცი
30 გ ერბო
50 გ ხახვი
30 გ ალუჩა
1/6 ლიმონი
0,1 გ ზაფრანა
0,1 პილპილი
მარილი-გემოვნების მიხედვით
ცხვრის ხორცი დავჭრათ 20 -25 გრ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ ბულიონი, ზაფრანა, ალუჩა და მოვხარშოთ მომზადებამდე.
მაგიდასთან მიტანის წინ ზემოდან დავაწყოთ ლიმონის ნაჭრები.