პომიდვრის სუპი მაკარონითა და კარტოფილით
10:36:05     17-01-2012
მასალა:
1 კილოგრამი პომიდორი
6 ცალი კარტოფილი
1 ჩაის ჭიქა (სამარხვო) მაკარონი
1-1 კონა ოხრახუში, ქინძი, ნიახური და რეჰანი
2 კბილი ნიორი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი ჩაამატეთ და მოშუშეთ. შემდეგ დაასხით წყალი და წამოადუღეთ, როცა სუპი ადუღდება, ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მაკარონი. ხარშვისას მწვანილი, დანაყილი ნიორი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ.