გია მაისაშვილი ივანიშვილის მოსაწველად ემზადება...

  23:13:17     16-01-2012

პოლიტიკა ნონსენსის ხელოვნებაა: მას  შეუძლია გულის ჯიბეში  ყვითელცხვირსახოციანი კონსულტანტი, რომლის  კომპანიასაც სერიოზული თაღლითურ და გაუმჭირვალე ტრანზაქციებში ამხელდნენ,   ქვეყანას ამბიციური წინადადებით მოავლინოს, რუსთაველის გამზირზე  ალკოჰოლით შეზარხოშებული, ,,გრეჩიხას“ დაკრულზე ააცეკვოს,  კუს ტბაზე არბენინოს, ფოტო-ობიექტივის წინ კუნთები დააჭიმინოს  და შემდეგ  მოსახლეობის მხოლოდ 0,4 პროცენტი ხმა მიაღებინოს არჩევნებში.

ახლა, ამ არშემდგარი ამბიციების მქონე ფიგურა - გია მაისაშვილი, რომელსაც ,,მომავლის პარტია“ ხელში შეემსხვრა  და ფაქტობრივად, ,,ცალი კალოშითაა“ დაბრუნებული საქართველოში, პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოჩეკილ მილიარდერს „ეტენება“.

როგორც ,,პრესა ჯის“ ინფორმატორი იტყობინება, მაისაშვილი საქართველოში ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ოლიგარქთან პირისპირ შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. ივანიშვილისთვის მაისაშვილს სპეციალურად ჩამორაკრაკებული ეკონომიკური ზრდის მოდელის შესახებ სქელტანიანი მასალაც მოუმზადებია, რომელიც ალბათ უნდა რომ მილიარდერს სარფიანად მიჰყიდოს. მართალია, მაისაშვილი ამტკიცებს, ,,წმინდა ბიძინა მდიდარს“ უანგაროდ უნდა მოვემსახუროო, მაგრამ  მაისაშვილი, რომელსაც ახლა პარტიაში არც ლარიანი აქვს და  ქუდზე კაციც აღარ დარჩა, ბიძინას ლამაზი თვალების  გულისთვის არ გაირჯებოდა.

ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ მაისაშვილი ეკონომიკური ზრდის პროგრამას  მილიონად აფასებს, თუმცა ბიძინას კარზე ეკონომიკური თემატური ჯგუფი ,,ბლოკავს“ და ივანიშვილს ასე ეუბნება: შენი ჭირიმე, ეგ კაცი  დაფრინავს, ამერიკაში გორის საპრეზიდენტო  კამპანიის დროს , კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან სულ კინწისკვრით გამოაბუნძულეს, შენი იდეების ბრალია,  ელ გორმა ხმები რომ ვერ აკრიფა და მაგის ევროზონაში საქართველოს შეღწევის შესახებ ზღაპრები თავისი სკოლის ბავშვებს მოუყვესო. ასეა თუ ისეა, მაისაშვილი ახლა ბიძინასკენ ილტვის!