ექსკლუზიური საწერი კალმები, რომლებიც ფრენკ სინატრას ხსოვნას ეძღვნება

  16:05:21     16-01-2012

ტექნიკის განვითარებამ, პრაქტიკულად, კალმის ხელში ჭერა გადაგვავიწყა. 21–ე საუკუნეში ეს ინსტრუმენტი მოდური აქსესუარის ფუნქციას იძენს. კომპანია Montegrappa–მ, რომელიც იტალიაში ექსკლუზიური კალმების ერთ–ერთი უძველესი მწარმოებელია, ახალი ლიმიტირებული კოლექცია წარადგინა.

კოლექცია ლგენდარულ მსახიობსა და მუსიკოსს ფრენკ სინატრას ეძღვნება. საწერი კალმის კორპუსი ფრენკ სინატრას ცნობილი კოსტიუმის ფორმას იმეორებს, თითოეულ მათგანზეკი  ვიოლინოსა და ბანის გასაღებია მოჩუქურთმებული. კალმები ლურჯი ფერისაა. ეს ფერი შემთხვევით არ აურჩევიათ, იგი ფრენკის მეტსახელია – „ბატონი ცისფერთვალება“. მელანი კი მომღერლის საყვარელი ფერია – ნარინჯისფერი.

Montegrappa–მ სულ 1915 ეგზემპლიარი გამოუშვა. ფრენკ სინატრას დაბადების წლის სიმბოლოდ.

შეგახსენებთ, ფრენკ სინატრა, იგივე ფრენსის ალბერტ სინატრა, 1915 წლის 12 დეკემბერს ნიუ–ჯერსიში დაიბადა. არაჩვეულებრივი ხმის წყალობით „გრემის“ ლაურეატი ცხრაჯერ გახდა. ახალგაზრდობაში ზედმეტსახელად „ფრენკის“ (Frankie), „ხმას“ (the Voice), ხოლო მოგვიანებით „ბატონ ლურჯთვალებასაც“ ეძახდნენ.

სინატრა იტალიელი ემიგრანტის ვაჟია. მამა პროფესიონალ ბოქსიორად, მეხანძრედ და ბარმენად მუშაობდა. ფრენკი ოჯახში ერთი ბავშვი იყო. სხვა იტალიელი ემიგრანტებისაგან განსხვავებით, მსოფლიო ვარკსვლავი სიღარიბეში გაიზარდა.

ფრენკი მუსიკით პატარა ასაკიდან ინტერესდება. 1932 წელს რადიო ეთერში პატარა გამოსვლა ჰქონდა. 1933 წელს კი, როდესაც ჯერსი–სითიში კონცერტზე თავისი კუმირი ბინგ კროსბი დაინახა, გადაწყვიტა პროფესიად მომღერლობა აერჩია. ამას გარდა, ადგილობრივ პრესაში სპორტზე წერდა. დაინტერესებული იყო ასევე კინოხელოვნებით. მისი საყვარელი მსახიობი იყო ედვარდ რობინსონი.

1935 წელს სინატრამ ჯგუფ The Hoboken Four–თან ერთად ახალგაზრდა ნიჭიერების კონკურს Major Bowes Amateur Hour–ში გაიმარჯვა.

1939 წელს სინატრა დაქორწინდა პირველ სიყვარულზე, ნენსი ბარბატოზე. 1940 წელს ამ ქორწინებიდან დაიბადა ნენსი სინატრა, ასევე ცნობილი მომღერალი. 1944 წელს –ფრენკ სინატრა უმცროსი, 1948 წელს კი ტინა სინატრა –კინოპროდიუსერი.

1951 წელს ფრენკი ეივ გარდნერზე დაქორწინდა, ექვს წელში დაშორდნენ.

1966 წელს სინატრა დაქორწონდა მსახიობ მია ფეროუზე. ფრენკი 51–ის ხოლო მია 21 წლის იყო. ერთ წელში წყვილი დაშორდა.

ათი წლის შემდეგ სინატრა მეოთხედ დაქორწინდა, ბარბარა მარქსზე. რომელთან ერთადაც სიცოხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

1998 წლის 14 მაისს 82 წლკის ფრენკი გულის შეტევით გარდაიცვალა.