
ხიდაშელ-უსუფაშვილი და გარდაცვლილი ძმები...
13:36:02     16-01-2012
თინა ხიდაშელისა და მისი მეუღლის – დავით უსუფაშვილის სახელს უკავშირდება 24 და 11 წლის ძმების, ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილების ტრაგედია. ორი ძმა უსუფაშვილ–ხიდაშელის ავტომანქანასთან ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
მართალია, გამოძიებამ დამნაშავეებად გარდაცვლილი მძღოლი ცნო და საჭესთან მჯდომ უსუფაშვილს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, თუმცა, მთელი საქართველო აღაშფოთა აღნიშნული შემზარავი ინციდენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, თინათინ ხიდაშელის ცეკვა–თამაშმა, რომელიც საახალწლო პროგრამას უკავშირდებოდა.
ავარია 2005 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მოხდა. ქობულეთში მცხოვრები ძმები – ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ მაშინ, როცა მათი ავტომანქანა – ,,ჰონდა’’ ,,რესპუბლიკური პარტიის’’ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ,,ჰიუნდაის’’ მარკის ჯიპს დაეჯახა.
საჭეს დავით უსუფაშვილი მართავდა, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი, რომლებმაც ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს, რადგან ავტომანქანაში უსაფრთხოების ბალიშები ამოქმედდა. როგორც დავით უსუფაშვილი აღწერს, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ,,ჰონდას’’ მარკის ავტომანქანა მის სავალ ნაწილზე გადავიდა და გზა გადაუკეტა, რა დროსაც ის მარჯვენა მხრიდან შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხანძარი გაუჩნდა. დავით უსუფაშვილმა კი, თავისივე განმარტებით, ავტომანქანიდან საკუთარი შვილი და სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის გაჭედილი თინა ხიდაშელი გადმოიყვანა და როცა ,,ჰონდას’’ მარკის ავტომანქანისთვის მოიცალა, ავტომანქანაში მსხდომების დახმარება უკვე გვიანი იყო.
ნაწყვეტი დავით უსუფაშვილის იმდროინდელი ინტერვიუდან: "უშუალოდ შეჯახების მომენტში, გვერდით მესხდნენ თინა და სანდრო. მათ გადმოყვანას ვცდილობდი, იმიტომ რომ თინა გაჭედილი იყო სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის და როდესაც ესენი გადმოვიყვანე და გზის ნაპირას დავრჩი, ამასობაში იქ ხალხიც შეგროვებული იყო და მეორე მანქანასაც უტრიალებდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.”
ამ საშინელი ავტოავარიიდან ოთხი თვის შემდგომ, თინათინ ხიდაშელი საახალწლო სატელევიზიო შოუებისთვის ისეთი მონდომებით და ხალისით წერდა სიმღერებს, თითქოს ავარიის უშუალო მონაწილე კი არა, თვითმხილველიც კი არ ყოფილიყო. მაშინ ხიდაშელის ამ საქციელმა საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია.
ხიდაშელის ოჯახს საპატრულო პოლიციის გარდა, შს სამინისტროს ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციასთანაც ჰქონდა შეხება, როგორც ,,პრესა.ჯი’’–ს თვითმხილველი პოლიციელი უყვება, ხიდაშელის ძმა, რამდენიმე წლის წინ, აღნიშნული პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს.
მაშინ ამბიციური იურისტი, ვაკე–საბურთალოს პოლიციაში მოკრძალებით მივიდა და ძმა ციხეს გადაარჩინა. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილისთვის თინათინ ხიდაშელი ჯერ კიდევ თავდაუბანელი დედაკაცი იყო...
პ.ს: დღეს, ბიძინისტი ხიდაშელი, ე.წ. გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გადახედვას აპირებს. ის ახალ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს. აცხადებს, რომ ყველა საქმე, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გადაიხედება. საინტერესოა, გადახედავს თუ არა, ქალბატონი ხიდაშელი იმ ავტოავარიის საქმეს, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა?