უბრალოდ, რობერტ დე ნირო
15:38:11     14-01-2012
რობერტ დე ნირო, უმცროსი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელია. ის თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული, განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლიმამა II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.
დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.
რობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაში, მოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ. მისი დიდი ბებია და ბაბუა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.
დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო „ბობი მილკი“.
დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობთა სტუდიაში.
ოცი წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება”, თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში „სამი ოთახი მანჰეტენში“ მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი — მყიდველის როლი სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან — „მისალმებები“) (1968), „სალამი, დედა!“ (1970).
დე ნიროს პოპულარობა გაიზარდა 1973 წელს გადაღებულმა ფილმის Bang the Drum Slowly შემდეგ, სადაც მან დიდი ლიგის ბეისბოლის მოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსესესთან დასამახსოვრებელი როლით ჰერვი კეიტელთან ერთად, ფილმში "უფერული ქუჩები” (1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრანცის კოპოლას ფილმში, ნათლიმამა II. ამ როლით მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი. იგი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ოსკარი და ფილმში მხოლოდ უცხოურ ენაზე საუბრობდა.
მისი ”უფერულ ქუჩებში” მუშოაბის შემდეგ, მას ძალიან წარმატებული თანაშრომლობა ჰქონდა სკორსესესთან. თამაშობდა სკორსესეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ”ტაქსის მძღოლი” (1976), ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი” (1977), ”ცოფიანი ხარი” (1980), ”კომედიების მეფე” (1983), ”დიდებული ბიჭები” (1990), ”Cape Fead” (1991), და ”კაზინო (1995)”. მათ ასევე ერთად ითამაშეს ფილმში ”დამნაშავე ეჭვისგან” და გაახმოვანეს ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი”.
1976 წელს დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიესა და დონალდ საზერლენდთან ერთად ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში — Novecento (მეორენაირად 1900).
1978 წელს დე ნირომ შეასრულა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში ”ირმებზე მონადირე”, რომელიც ნომირირებული იყო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.
ამ ფილმებში თამაშისათვის დე ნირომ 27 კილოგრამი მოიმატა; ისწავლა ბოქსი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი”, იცხოვრა სიცილიაში ფილმისთვის ”ნათლიმამა II”, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ფილმისთვის ”ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსაფონზე დაკვრა ფილმისთვის ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი".
რობერტ დე ნირო გამოირჩეოდა ხარისხიანი თამაშით. მაგალითისვის, ფილმ ”კომედიების მეფის” გადაღების დროს იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია ასევე დე ნიროს თამაში სერჯიო ლეონეს ფილმში ”ერთხელ ამერიკაში”.
1980-იანი წლებიდან დე ნირო დაიწყო კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. ამ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან პატარა როლი შეასრულა. თამაშობდა კომედიური ჟანრის ფილმებში: ”მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990) რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002) ედი მერფისთან ერთად, ”გაანალიზე ეს” (1999) და ”გაანალიზე ის” (2002), ”მშობლებთან შეხვედრა” (2000) და ”ფოკერების გაცნობა” (2004).
დე ნიროს სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია ”შეყვარებულები” (1984), ”მისია” (1986), ”ანგელოზის გული” (1987) ”შერკინება” (1995), "ძაღლის კუდის ქიცინი" (1997) და ”რონინი” (1998). 1997 წელს, დე ნირომ ითამაშა კრიმინალურ დრამა ”პოლიციელის მიწაში”, სილვესტერ სტალონესთან ერთად.
1993 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმ ”ბიჭის ცხოვრებაში”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად.
1995 წელს დე ნირომ ითამაშა მაიკლ მენის ფილმ ”შეტაკებაში” თავის მეგობარ ალ პაჩინოსთან ერთად. ეს ორი მსახიობი ერთად თამაშობდა 1974 წლის ფილმ ნათლიმამა II–შიც. 2007 წლის მაისში ჟურნალმა Variety-მა განაცხადა, რომ დე ნირო და ალ პაჩინო ერთად კიდევ ერთხელ ითამაშებენ ფილმში ”მკვლელობის უფლება”, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გამოვიდა.
1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო სპექტრი მთელ მის კარიერაში.
დე ნირომ უარი თქვა ფილმ ”ორმაგ თამაშში” მონაწილეობაზე (ეს როლი შემდგომ მარტინ შინმა შეასრულა), რადგან იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა ”ცრუ ცდუნებაში” სათამაშოდ. დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად თამაშობდა ფილმში ”ცრუ ცდუნება” (2006), ფილმში ასევე თამაშობდნენ ანჯელინა ჯოლი, მეთიუ დეიმონი, ვილიამნს ჰუნდი და სხვ. 2006 წლის 7 ივნისს დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის. დე ნირომ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა მარტინ სკორსესესთან ახალ პროექტზე:
დე ნირომ მიიღო ორი აკადემიის ჯილდო: საუკეთესო მსახიობი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი” და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ფილმისთვის ”ნათლიმამა II”.
დე ნირო და მარლონ ბრანდო არიან ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მიიღეს ოსკარი იმავე პერსონაჟის თამაშისთვის. ბრანდომ ოსკარი დონ ვიტო კორლეონეს როლისთვის მიიღო, ფილმში ”ნათლიმამა”, ხოლო დე ნირომ — ჯილდო ახალგაზრდა ვიტოს თამაშისთვის, ფილმში ”ნათლიმამა II”. ბრანდო და დე ნირო შემდგომ ერთად გამოჩდნენ ფილმში ”ანგარიში”.
2009 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმში ყველას ცეცხლი, ხოლო 2010 წელს პატარა ფოკერებში, სტოუნსა და მაჩეტეში.
1993 წლის ფილმ ”ბრონკსულ ამბავში (A Bronx Tale)” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს, როგორც რეჟისორის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმა, ბრონქსში გატარებული თავისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი — პალმინტერი.
რეჟისორის სახით დე ნირო არცერთ ფილმში აღარ გამოჩენილა 2006 წლამდე, 2006 წელს კი, ფილმში ”ცრუ ცდუნება”, იგი როგორც რეჟისორი, ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც იყო. ფილმის პროდიუსერიც თავად დე ნირო გახლთათ ჯეინ როზენთალთან და ფრანცის ფორდ კოპოლასთან ერთად.
1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიების, ”ტრიბეკა პროდუქციის” ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალისა” და ”ნობუს” დაარსება.
1998 წელს დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.
2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. 60 წლის დე ნიროზე პროგნოზები კარგი იყო, მისი პუბლიცისტის თანახმად.
მშობლები: რობერტ დე ნირო უფროსი (გ. 3 მაისს, 1993. 71 წლის ასაკში) და ვირჯინია ედმირალი (გ. 27 ივლისს, 2000), განქორწინდნენ, როდესაც მსახიობი ორი წლის იყო.
დე ნირო ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე დიანი ებოტი იყო, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან - დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო. 1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე - გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს, 1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ გაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან.
რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია 73 ფილმს ითვლის, მათგან უმრავლესობაში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილში კი მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე როლები საკუთარი რეჟისურით. პირველი ფილმი, რომელშიც სადილის კლიენტი ითამაშა, იყო სამი ოთახი მანჰეტენში, 1965 წლის 10 ნოემბერს, ხოლო დღეისათვის ბოლო ფილმია მკვლელობის უფლება (12 სექტემბერი, 2008), სადაც დეტექტივი ტომას კოვეინის როლი შეასრულა, ალ პაჩინოსთან ერთად. დაგეგმილია კიდევ 5 ახალი ფილმის გადაღება 2009-2010 წლებში. დე ნირო ამავდროულად არის 17 ფილმის პროდიუსერი.