მსხლის ღვეზელი
11:27:19     13-01-2012
ცხვება 24 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი = 310 კ/კალ.
დრო მოსამზადებლად: 45 წთ; გამოსაცხობად: 40 წთ.
მასალა ფხვიერი ცომისთვის:
200 გ კარაქი
100 გ შაქარი
1 კვერცხი
300 გ ფქვილი
სხვა მასალა:
1 კგ მწიფე მსხალი
2 ს.კ. თაფლი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
2 ს.კ. დაფქული თხილი ან ნიგოზი
1 ს.კ. მოხალული და გრძლად დაჭრილი მიწის თხილი
1 ს.კ. შაქრის პუდრა
ფქვილი სამუშაოდ
ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და დადგით ცივ ადგილას.
გათალეთ მსხალი, გაჭერით და გამოაცალეთ გული. 125 მლ წყალი თაფლთან, ლიმონის წვენთან და შაქრიან ვანილთან ერთად ადუღეთ მაღალ ცეცხლზე სიროფის მიღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და მსხლის ნაჭრები ჩაუშვით სიროფში 5 წუთით. ამოიღეთ და დააწყვეთ ჯამზე მოთავსებულ საწურზე, რომ სიროფი ჯამში შეგროვდეს.
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ცომის 2/3 გააბრტყელეთ, ჩადეთ ფორმაში და გაუკეთეთ 3 სანტიმეტრის სიმაღლის გვერდები. მოაყარეთ დაფქული თხილი და დააწყვეთ მსხალი. დარჩენილი ცომი თხლად დააფარეთ ზემოდან და ქვედა ფენის კიდეებთან შეაერთეთ.
შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთით. გადმოდგით და წაუსვით თაფლის სიროფი, მოაყარეთ მიწის თხილი და აცხვეთ კიდევ 20 წუთით. ოდნავ გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა.