ბერლინალეს, ისტორიული დრამა ”დამშვიდობება დედოფალთან” გახსნის
11:43:51     12-01-2012
62-ე ბერლინის კინოფესტივალი 9 თებერვალს ფრანგი რეჟისორის ბენუა ჟაკოს მიერ გადაღებული ისტორიული დრამით "დამშვიდობება დედოფალთან" გაიხსნება.
ფილმი საფრანგეთის რევოლუციის პირველ დღეებში ვერსალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ დიანა კრიუგერი - დედოფალ მარი ანტუანეტას და ლეა სეიდი.
ფილმში თხრობა სასახლის მსახურთა მიერ ხდება.
GHN