სუპი რძეში გადაზელილი ყველით

  11:08:48     12-01-2012

მასალა:

2 ლიტრი რძე

500 გრამი ყველი

პიტნა და მარილი გემოვნებით

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი რძე და მოვხარშოთ. მოხარშული ყველი რძიდან ამოვიღოთ და დავიწყოთ კოვზით მისი დაზელვა. დაზელვის დროს თანდათან დავამატოთ თითო ჩამჩა მდუღარე რძე, წვრილად დაჭრილი პიტნა და გავაგრძელოთ ზელვა. ასე მოვიქცეთ მანამ, სანამ ყველი კარგად არ გადაიზილება და რძე ცოტათი არ შესქელდება. გადაზელილი ყველი დავჭრათ ნაჭრებად და თითოეულ ულუფაზე დავამატოთ რძე. სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ღომთან ერთად და მივირთვათ გემრიელად.