შემწვარი წიწილები

  11:08:14     12-01-2012

მასალა:

2 ცალი წიწილა

3 სუფრის კოვზი ერბო

1 სუფრის კოვზი ფქვილი

2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი

100 გრამი ხახვი

მოსაყრელად ქინძი

გემოვნების მიხედვით მარილი

წიწილები შევწვათ ტაფაზე და ზედ ცოტა ერბო მოვასხათ. წვრილად დაჭრილი ხახვი ორ სუფრის კოვზ ერბოში მოვხრაკოთ ქვაბში,შემდეგ დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ახალი პომიდვრიდან გამოწურული წვენი,ვადუღოთ 10 წუთს, შევადუღოთ ერბოში მოშუშული 1 სუფრის კოვზი ფქვილი. წვენი დავასხათ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ირგვლივ მოვუწყოთ წიწილის ხორცი და მივიტანოთ სუფრაზე.