ივანიშვილის ცოლი პარტიას ქმნის

  14:41:17     11-01-2012

საქართველოს მოქალაქეობააღდგენილი ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე დიდი პოლიტიკისკენ მიისწრაფვის.

„პრესა ჯის“ წყაროს ინფორმაციით, ეკატერინე ხვედელიძე, ექთნის კვალიფიკაციით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს და პარტიის პირველი ნომერიც თავად იქნება, სავარაუდოდ პირველ პარტიულ  ხუთეულში ალბათ ივანიშვილის ოჯახის წევრებს ჩაარაკრაკებენ: ცოლი ეკა, შვილი უტა, რეპერი ბერა, ოკულტური მეცნიერებით გატაცებულ ქალიშვილს ხელს ასაკი შეუშლის და საყვარელ პინგვინებს კი ის, რომ ადამიანები არ არიან.

ივანიშვილმა, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურაზე საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და კანონიც აშკარად მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაც მეუღლის  სამზარეულოდან პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოყვანა განიზრახა. საქმე არც მხოლოდ მოქალაქეობის აღდგენის ხელისშემშლელ საკანონმდებლო ნორმებშია, ივანიშვილს ვერბალური რენომე საკმაოდ სუსტი აქვს, ხალხთან  საჯაროდ კონტაქტი უჭირს და ტელე-კამერების წინ „მჭადის სახელი ავიწყდება“.

მოკლედ, ცოლების პარტია ახლა მოდაში შემოდის, გამორიცხული არაა, მალე შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიად გადაარეგისტრიროს, გუბაზის მეუღლემ სამზარეულოდან  დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლოს, ხოლო დავითაშვილის მეუღლემ კი ერთი შვილი „დაამატოს“ ამ საარჩევნოდ.

ხუმრობა იქეთ და ვინ ურჩია ივანიშვილს თავისი აქამდე სამზარეულოში დასაქმებული მეუღლის დიდ პოლიტიკაში გამოყვანა, ჯერ უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეკა ხვედელიძე კენჭს მაჟორიტარული წესითაც იყრის.