ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
11:29:46     11-01-2012
დღეს, 11 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია".
კონფერენცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და მეტროპოლიტენ მუზეუმის (აშშ) ერთობლივი პროექტის: "ტრადიცია და ტრანსფორმაცია" ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების გალერეების რეინსტალაცია" ფარგლებში ტარდება.
ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყო და მასში მონაწილებას ქართველი, ამერიკელი, ინგლისელი და შვეიცარიელი ექსპერტები იღებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო. ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რეინსტალაციას.
2012 წელს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უმდიდრესი კოლექციების მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა.
GHN