F-15–ის საბრძოლო ისტორია

  15:33:41     10-01-2012

პირველი F-15 ამერიკის საჰაერო ძალებს 1974  წელს გადაეცა და იგი შექმნილია საჰაერო   უპირატესობის მოპოვებისთვის. დღესდღეობით F-15 არის შემდეგი ქვეყნების შეიარაღებაში  ესენია ამერიკა,ისრაელი,იაპონია  და საუდის არაბეთი. პირველად F-15-მა  საბრძოლო ნათლობა მიიღო ისრაელსა და ლიბანის  კონფლიქტში 1979-81 წლებში მაშინ F-15-მა სირიის კუთვნილი 13 “მიგ-21“ და ორიც “მიგ-25″ ჩამოაგდო. 1982 წელს ისრაელის F-15 ჩამოაგდო 40 სირიის  თვითმფრინავი  (23  მიგ-21  და  17  მიგ-23 ). საუდის არაბეთის F-15-ებმა 1984 წელს 2 ირანული F-4 Phantom-ის  ჩამოგდება შეძლეს. 7 წლის შემდეგ ოპერაცია უდაბნოს  ქარიშხლის დროს ისევ საუდის არაბეთის F-15-მა ერაყის კუთვნილი 2 mirage ჩამოაგდო, ამავე ომში ამერიკულმა F-15-ებმა ჩამოაგდეს 5 მიგ-29, 2 მიგ-21, 4 სუ-25, 6 mirage F1, 1 ილ- 76 და 2 მი-8 ტიპის  შოულმფრენი. 1999 წელს F-15 გამოიყენებოდა ნატოს მიერ იუგოსლავიის წინაამღდეგ  სადაც AIM-120 ტიპის რაკეტებით F-15_ებმა ჩამოაგდეს 4 მიგ-29. დღემდე F-15_მა მოწინააღმდეგის 104 საჰაერო აპარატი ჩამოაგდო თვითონ კი საჰარო  ბრძოლა არ წაუგია. ამ 104 თვითმფრინავიდან უმეტესობა საბჭოური წარმოების იყო და უმრავლესობა ისრაელის პილოტების ჩამოგდებულია.

"არმადა.ჯი"