
ბიძინა ივანიშვილმა მედია–საშუალებებს 758 329 ლარი „უწყალობა“
14:52:21     10-01-2012
დღეს სოციალური ქსელებით გავრცელდა დოკუმენტი „ხარჯების ანგარიშები“–ს ასლი, სადაც ასახულია, თუ რა თანხა გადაურიცხა საზოგადოებრივმა მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ნაწყალობევი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ჯამში ის ნახევარ მილიონს აჭარბებს. თანხები გადარიცხულია 2011 წლის პირველი ნოემბრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე. დოკუმენტის მიხედვით დადგენილია თანხის გადარიცხვის თარიღები, თანხის რაოდენობა და ის მედია საშუალებები, რომლებმაც ოლიგარქის „შემოწირულობები“ მიიღეს.
მედიასაშუალებათა სია კი ასე გამოიყურება:
2011 წლის 9 დეკემბერს, რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელს გადაერიცხა 20 340 ლარი საეთერო დროის გამოყოფისთვის. 9 დეკემბერს, ტელეკომპანია „კავკასიამ“ საბანკო ანგარიშზე მიიღო 30 000 ლარი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად;
13 დეკემბერს გაზეთ „რეზონანსს“ სარეკლამო მომსახურებისთვის გადაერიცხა 2 400 ლარი; 13 დეკემბერს ტელერადიო კომპანია „თრიალეთს“ 10 000 ლარი პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის;
19 დეკემბერს ინტერნეტ ტრანსლაციისთვის შპს „ნიუსრუმმა“ მიიღო 828 ლარი;
19 დეკემბერს ფოტომომსახურებისთვის შპს „ახალ ამბებს“ 1 416 ლარი;
19 დეკემბერს შპს ახალი ამბების სააგენტო კავკასუსნიუსს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის 1 987 ლარი;
19 დეკემბერს ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის შპს „რადიოცენტრი პლიუსს“ 2 110 ლარი;
22 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორიგისთვის - 5 625 ლარი;
22 დეკემბერს სააგენტო „ჯი ეიჩ ენს“ პრესრელიზების გავრცელებისათვის 600 ლარი;
22 დეკემბერს შპს ტელეარხი „25“-ს ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის 3 663 ლარი;
23 დეკემბერს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის შპს „ახალი ამბების სააგენტო კავკასუს ნიუსს“ 1 986 ლარი;
26 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორინგისთვის 375 ლარი;
26 დეკემბერს შპს „საგამომცემლო ცენტრს საერთო სიტყვა“ ერთჯერადი სპეცგამოცემის მომზადებისთვის 14 000 ლარი;
29 დეკემბერს შპს „რე ანიმატორს“ სატელევიზიო ვიდეორგოლისთვის 17 630 ლარი;
29 დეკემბერს შპს „რეანიმატორს“ სატელევიზო ვიდეორგოლის მოსამზადებლად 72 370 ლარი;
29 დეკემბერს რადიო „უცნობს“ საქმიანობისთვის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;
29 დეკემბერს შპს „რადიო ცენტრი პლიუსს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;
29 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ - სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 147 892 ლარი;
29 დეკემბერს შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ (გაზეთი „გურია ნიუსი“) საქმიანობის რეკლამირებისთვის 54 150 ლარი;
29 დეკემბერს შპს „გაზეთი რუსთავის ამბებს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 7 875 ლარი;
29 დეკემბერს სტუდია „მაესტროს“ სარეკლამო რგიოლების განთავსებისთვის 195 621 ლარი;
29 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 83 261 ლარი.
ეს არის ის თანხა, რაც ოფიციალური გადარიცხვებით დადასტურდა. ბიძინა ივანიშვილის პრეს სამსახურის თანამშრომლის ნონა ყანდიაშვილის თქმით, ეს ის ანგარიშებია, რაც მათ კონტროლის პალატას გადაუგზავნეს. შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა „ქართული ოცნების“ ანგარიშები გამოქვეყნებულიყო.
არასამთავრობო ორგანიზაცების ერთი ნაწილი კი ეჭვობს, რომ ივანიშვილი აღნიშნულ მედიასაშუალებებს უფრო სოლიდური თანხით აფინანსებს, თუმცა ამ თანხების გადარიცხვის ოფიციალურ დოკუმენტებს დღის სინათლე ჯერ არ უნახავთ.