თევზის წვნიანი ბერძნულად
13:16:40     10-01-2012
მასალა:
250 გ ზღვის თევზი
30გ ხახვი
500 გ წყალი
10 გ მწვანილი
10გ ფქვილი
10 გ კარაქი
50 გ პამიდორი (ან ტომატის პასტა 10 გ)
20 გ ნაღები
პილპილი, მარილი
დაფნის ფოთოლი
გავასუფთაოთ თევზი (ქორწილა ან ზღვის სხვა თევზი), მოვაცილოთ თავი, კანი, ხერხემალი და დავჭრათ ნაჭრებად. თავი, კანი და ძვლები ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავამატოთ ხახვი, მწვანილი, პილპილი (მარცვალი), დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში. მიღებული ბულიონი გადავწუროთ, ჩავამატოთ თევზის ნაჭრები და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე მოხარშვამდე. ცალკე ტაფაზე კარაქში მოვშუშოთ ფქვილი, შევურიოთ ცოტა ბულიონის წვენი და ჩავასხათ ბულიონში. შემდეგ დავამატოთ პამიდორი ან ტომატის პასტა, დანაყილი ნიორი, ნაღები, პილპილი, მარილი და წვნიანი წამოვადუღოთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ გავაჩეროთ თავდახურულ ქვაბში 5-10 წუთის განმავლობაში.