თავდაცვის სამინისტროს განცხადება
12:01:14     09-01-2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ შალვა ფაილოძის დაღუპვის გამო. კაპრალი ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“. კაპრალი ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.