მაკარონი ყველით
09:44:38     09-01-2012
მასალა:
600 გრამი მაკარონი
60 გრამი ერბო
2 ცალი კვერცხი
200 გრამი დაფხვნილი ყველი
2 სუფრის კოვზი ორცხობილა
გემოვნებით – მარილი
მარილწყალში მოხარშულ და გაწურულ მაკარონს შეურიეთ ერბო და კვერცხი, დადეთ ერბოწასმულ და ორცხობილამოყრილ ტაფაზე, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ.