გოგრის ღვეზელი
11:54:07     06-01-2012
მასალა:
1 ცალი საშუალო ზომის გოგრა
3/2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი
3/4–1 ჩაის ჭიქა მარგარინი
1/3 ჩაის ჭიქა წყალი
4 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა შაქარი
400–500 გრამი არაჟანი ან უშაქრო შედედებული რძე
3/2 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი მიხაკი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ბაჰარი ან ცოტა ვანილი
1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი ჯანჯაფილი
1/2 ჩაის კოვზამდე მარილი
გოგრა გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ თესლი, შეწვით ან ორთქლზე მოხარშეთ. მთლიანად ამოფხიკეთ რბილობი კანიდან და ერთგვაროვან მასად აქციეთ შემდეგნაირად – ჯერ გაიქნეს პიურეს საჭყლეტით და მერე აითქვიფოს მიქსერით. მიღებული თანაბარი სისქის პიურე შედეთ მაცივარში.
აზილეთ ფქვილი გრილ მარგარინში, მცირეოდენ მარილში, დაამატეთ წყალი ცოტ–ცოტა, სანამ მასა არ შეიკვრება. ცომი გააბრტყელეთ თხელ ფირფიტამდე (შეგიძლიათ ცელოფნის პარკში მოთავსებით), ჩააფინეთ ფორმაში და კიდეები ამოუწიეთ. ღუმელი გააცხელეთ 210 გრადუსზე.
მიქსერით შეურიეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი, სუნელები, 3 ჭიქა გოგრის მომზადებული პიურე და სურვილისამებრ 1/2 ჩაის კოვზი ვანილი. შემდეგ ჩაასხით ფორმაში ისე, რომ 1–1,5 სანტიმეტრი აკლდეს ფორმის ამოწეულ კიდემდე.
შედგით გახურებულ არიღუმელში და 15 წუთით ამყოფეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 175 გრადუსამდე და ღვეზელი 45-60 წუთით კვლავ ღუმელში ამყოფეთ. შემდეგ გამოიღეთ, დაელოდეთ გაცივებას, დაჭერით და მიირთვით გემრიელად.