2011 წლის საუკეთესო პოპ–შემსრულებლები
13:59:52     04-01-2012
MTV Video Music Awards–მა 2011 წლის საუკეთესო პოპ–შემსრულებლები დაასახელა. პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, დაიკავა Adele–მა. მისი სიმღერა Rolling in the Deep მსოფლიოს ჰიტ–ათეულების ლიდერი იყო. ადელი ასევე გახდა ნომინაციების „საუკეთესო გადაღებისა“ და „საუკეთესო მონტაჟის“ მფლობელი. Billboard–მა Rolling in the Deep წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელა.
ახალგაზრდა ქერათმიანი მომღერალი ტეილორ სვიფტი (Taylor Swift) გასული წლის გმირი გახდა. მისი მიღწევები აღიარეს ისეთმა ჟურნალებმა, როგორებიცაა Billboard და Rolling Stone. ამ უკანასკნელმა გოგონას პოპ–მუსიკის დედოფალიც კი უწოდა.
რა თქმა უნდა, საუკეთესო მუსიკოსების სიაში თინეიჯერების კუმირი ჯასტინ ბიბერიც მოხვდა. ახალგაზრდა კანადელმა მომღერალმა „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ტიტული მოიპოვა. ხოლო Billboard–ისაგან „სოციალური ქსელების ვარსკვლავის“ წოდება მიიღო. მის ვიდეოებს YouTube.com–ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავს.
საუკეთესო პოპ–შემსრულებლების სიაში ასევე მოხვდნენ ჯასტინის მეგობარი გოგონა სელენა გომეზი, კეტი პერი, რიანა და ემინემი.