კომბოსტოს სალათა წიწაკით

  11:29:32     04-01-2012

მასალა:

400 გრამი კომბოსტო

100 გრამი ბულგარული წიწაკა

100 გრამი ხახვი

50 გრამი მწვანილი

50 გრამი ზეთი

მარილი გემოვნებით

ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში მწვანილთან ერთად. ბულგარული წიწაკა დავჭრათ ღერებად. კომბოსტო დავჭრათ, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაცივოთ და შემდეგ გავწუროთ. შევურიოთ ერთმანეთს ხახვი, მწვანილი, წიწაკა, კომბოსტო, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ.