სამგზავრო ტორტი
11:02:54     03-01-2012
ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი=300კ/კალ.
მასალა:
1 ლ. რძე
1 მწიკვი მარილი
1 ჩ.კ. ლიმონის გახეხილი კანი
150 გ შაქარი
250 გ მრგვალი ბრინჯი
30 გ ფისტა
50 გ ნიგოზი
100 გ დაშაქრული ხილი
3 კვერცხი
50 გ მოხალული და დაჭრილი მიწის თხილი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
რძე წამოადუღეთ მარილთან, ლიმონის კანთან და 50 გ შაქართან ერთად. დაუმატეთ ბრინჯი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 35-40 წთ, სანამ ბრინჯი რძით არ გაიჟღინთება.
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და თხელ ფენად მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. დაჭერით ფისტა და ნიგოზი მსხვილად, დაშაქრული ხილი კი-წვრილად. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გულს დაუმატეთ 100 გ შაქარი და უერიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ ბრინჯი, ნიგოზი, ხილი და მიწის თხილი, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა.
ჩაასხით ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 160˚-1 სთ. როცა გაცივდება, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და სულ ცოტა 3 სთ. დადგით გრილ ადგილას. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.