ლიმონის მარმელადი (დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საყვარელი საუზმე)

  10:22:58     02-01-2012

მასალა:

500გ. ლიმონი

500გ. ლიმონის წვენი

50გ. კარაქი

1კგ. შაქარი

1 პაკეტი “ჟელფიქსი 1:1″

ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ, ფრთხილად გათალეთ და ბლენდერით დააქუცმაცეთ. ქვაბში ჩაასხით ლიმონის პიურე, წვენი, დაუმატეთ კარაქი, ჟელფიქსი, შაქრის ნახევარი და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ დარჩენილი შაქარიც და 3 წუთით ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე ჩაასხით გამზადებულ ქილებში, მოხუფეთ და 5 წუთით გადმობრუნებული დატოვეთ.