სამხედროები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში
11:59:12     30-12-2011
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის მაცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ჯარისკაცებმა წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ ცენტრში საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული და სათამაშოები ჩაიტანეს. „ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურად ვზრუნავთ ამ ბავშვებზე. დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. მივულოცეთ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი და შევეცადეთ მათთვის გაგვეხალისებინა ეს დღე. ჩვენ ყოველდღიურად ვართ ამ ბავშვების და საქართველოს ყველა ბავშვის სამსახურში“ განაცხადა სახმელეთო ჯარების მთავარმა სერჟანტმა ალექსანდრე გორგაძემ.
mod.gov.ge