ხორციანი ბლინები
10:49:55     30-12-2011
მასალა:
0.5 კგ. მსუქანი რბილი ხორცი
1 თავი ხახვი
1 ჩ.ჭ. პურის ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 ჩ.ჭ. რძე/ანადუღარი წყალი
პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი
ხორცი ჩადეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად. წყალში ან რძეში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. თუ კარგად ვერ გალესავთ, გაატარეთ საცერში. ცომი თხელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს.
მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე; დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ერთად. როცა ცოტათი დაიბრაწება, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაზავეთ პილპილითა და მარილით.
გააცხელეთ ტაფა (სასურველია თუჯის), მოაყარეთ მარილი და კარგად გაახურეთ. შემდეგ მოაცილეთ მარილი ტაფას, გაწმინდეთ ჩვრით და დაასხით ერთი მოზრდილი კოვზი ცომი. ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მთელ სივრცეზე სწრაფად გაიშალოს. როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივენაირად მოამზადეთ დანარჩენი ბლინებიც.
თითოეული ბლინის დაბრაწულ გვერდზე სუფრის კოვზით დადეთ გულსართი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.