მოცხარის ნამცხვარი

  10:49:22     30-12-2011

ცხვება 30სმ დიამეტრის ტარტალეტის ფორმაში;

გამოდის 12 ნაჭერი, 1 ნაჭერი=270კ/კალ.

დრო მოსამზადებლად: 30წთ; გამოსაცხობად: 30წთ.

მასალა:

500გ წითელი მოცხარი

მასალა ცომისთვის:

150გ კარაქი

3 კვერცხი

200გ შაქრის პუდრა

50გ გარჩეული დაფქული ნუში

100გ ფქვილი

40გ გახეხილი ნუში

3 ჩ.კ. შაქრის პუდრა

ცხიმი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. გარეცხეთ მოცხარი და მოაცილეთ ღეროები. რამდენიმე ლამაზი მტევანი გადაინახეთ მოსართავად.

 გაადნეთ კარაქი. კვერცხი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შეურიეთ ნუში, ფქვილი და გამდნარი კარაქი.

 ცომი მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან დააწყვეთ მოცხარი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთი.

 ერთმანეთში აურიეთ ნუში, 3 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა და თანაბრად გაანაწილეთ ნამცხვარზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 10 წუთი.

 მომზადებული ნამცხვარი გააგრილეთ, მორთეთ მოცხარის მტევნებით და მოაყარეთ დარჩენილი შაქრის პუდრა.