სერგეი ესენინის გარდაცვალების ორი ვერსია
13:51:07     28-12-2011
1925 წლის 28 დეკემბერს დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი ჩამომხრჩვალი იპოვეს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლოტერში“.
კედელზე სისხლით უკანასკნელი ლექსი დაეწერა. თვითმკვლელობის ვერსია ეჭვის ქვეშ არ დაუყენებიათ, ვინაიდან მანამდე ფსიქონერვოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა...
1990-იანი წლებიდან არა ერთი მკვლევარი თუ ლიტერატურის მოყვარული ბოლშევიკების მხრიდან პოეტის მკვლელობაზე ალაპარაკდა. მათი თქმით, დიდი პოეტი, - რომლის სიტყვისაც ეშინოდა საბჭოთა იმპერიას, ვინაიდან კრიტიკულად უყურებდა ბოლშევიზმს, - მოკლეს და მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება.
განსაკუთრებით გააცეცხლა ბოლშევიკები მისმა პოემამ „არამზადების ქვეყანა“. ბოკშშევიკთა ოფიციალური იდეოლოგები გაზეთებში წერდნენ პოეტის ლოთობაზე, ჩხუბებზე, მის ცუდ ხასიათზე... განსაკუთრებით ვერ იტანდა სერგეი ესენინს და მწარედ მას აკრიტიკებდა ბუხარინი, ცენტრალური კომიტეტის წევრი...
სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1925 წლის ნოემბერში, სოფია ტოლსტოის თხოვნით, პროფესორმა განუშკინმა პოეტი დააწვინა ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში. რათა ამით აეცილებინათ მისი დაპატიმრება... პროფესორი შეპირდა ლევ ტოლსტოის შვილიშვილს, სოფიას, რომ ესენინი ცალკე პალატაში დაწვებოდა და ექნებოდა წერის საშუალება.
ГПУ -ს თანამშრომლები (Государственное Политическое Управление - სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო - НКВД-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განყოფილება) დაძრწოდნენ მოსკოვში და სხვა ქალაქებში და დაეძებდნენ პოეტს. ბოლოს ინფორმაცია მაინც მიუვიდათ ჩეკისტებს. მათ მოსთხოვეს პროფესორ განუშკინს შეეშვა ისინი კლინიკაში ესენინის დასაპატიმრებლად. პროფესორმა, გაბედა და როგორც ექიმმა, ნება არ მისცა პაციენტის დაპატიმრებისა, არ შეუშვა კლინიკაში ჯალათები.
კლინიკას მეთვალყურეები დაუყენეს. 23 დეკემბერს სერგეი ესენინი მნახველებთან ერთად გამოვიდა (როგორც ჩანს გამოიპარა) კლინიკიდან. მან შეწყვიტა მკურნალობა და გაემგზავრა ლენინგრადში. ალბათ, კეთილშობილმა პოეტმა ხიფათს ააცილა პროფესორი და თავის მეგობრები.
როგორც ვთქვით, 28 დეკემბერს ის ჩამომხრჩვალი იპოვეს სასტუმრო „ანგლოტერში“...
ერთმნიშვნელოვნად ესენინის მკვლელობის დამტკიცება ახლა უკვე ძნელია. მართალია, არ არის გამორიცხული არაფერი, მით უმეტეს, ისეთი სისხლიმსმელი რეჟიმისაგან, როგორიც ბოლშევუკური იყო.
ფაქტი ერთია, რუსულმა და მსოფლიო ლიტერატურამ დაკარგა შესანიშნავი შემოქმედი. საქართველოში ესენი ძალიან უყვარდათ, მას აქ ჰყავდა მეგობრები, ქართველი პოეტები, რომელთაც სტუმრობდა ხოლმე.
დღეს, გთავაზობთ მისი შჶსანიშნავ ლექსს („ვინ ვარ? რა ვარ?“ - Кто я? Что я?), რომელიც
ქართულად თარგმნა ბესო ხომერიკმა. ლექსი დაწერლია 1925 წელს.
ვინ ვარ? რა ვარ?
(თარგმნა ბესო ხომერიკმა)
ვინა ვარ? რა ვარ? - ვარ მეოცნებე,
თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი
და ეს ცხოვრებაც ისე ვიცხოვრე,
როგორც მის გარდა სხვები მრავალი.
ხო და შენც გკოცნი, მიჩვევით, ისე,
როგორც შენამდე მრავალი ვკოცნე
და ვიმეორებ: "მიყვარხარ" მქისედ,
ვით ნამეორებს მრავალჯერ ლოცვებს.
მე ჩაგჩურჩულებ გულსგარეთ, ყურში,
- "ჩემი სუნთაქვა ხარ," "ჩემი ნდომა ხარ",
თუ გააღვივებ ვნებას ჩემს გულში,
სიმართლეს უკვე ვეღარ მონახავ.
ამიტომ ამ გულს აღარ დავიფლეთ,
ცეცხლს მინთებ, მაგრამ მითხარი რისთვის?!
თუ ტანკენარავ ჩემო, ალვის ხევ
მოვლენილი ხარ ჩემთვის და სხვისთვის.
და თუმცა სხვასთან ვენაწყლიანობ,
სხვის ტყვეობაში ვეწამე ბევრი,
შენზე არასდროს არ ვეჭვიანობ,
ისიც იცოდე, არასდროს გწყევლი.
ვინა ვარ? რა ვარ? ალბათ სინდბადი
თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი
მთელი ცხოვრება მე შენ მიყვარდი,
ისევე როგორც სხვები მრავალი.