დამაინტრიგებელი და საბედისწერო მარლენ დიტრიხი

  13:03:40     22-12-2011

მარლენ დიტრიხი დაიბადა 1901 წელს, ბერლინ-შონებერგში, გერმანიაში, ლუის ერიხ ოტო დიტრიხ და ვილჰელმინა ელიზაბეთ ჯოზეფინ ფელსინგის ოჯახში. სანამ მარლენი სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ის სამსახიობო სკოლაში სწავლობდა, სადაც ვიოლინოზეც უკრავდა. 1922 წელს პირველად გამოჩნდა ბერლინის თეატრის სცენაზე. ერთ წელში კი ის ცოლად გაყვა რუდოლფ სიბერზეს, რომელიც იყო რეჟისორი, ერთი წლის შემდეგ პირველი ქალიშვილი ეყოლა – მარია ელისაბეთ სიბერი.

1929 წელს, მარლენმა პირველად მიიღო მთავარი როლი ფილმში "Die Frau, nach der man sich sehnt" (ინგლ. "The Woman One Longs for"). 1930 წელს ითამაშა ფილმში "ცისფერი ანგელოზი". კადრი ფილმიდან "ცისფერი ანგელოზი".

ამავე წელს მარლენ დიტრიხი წავიდა ჰოლივუდში ფილმ "მაროკოს" გადასაღებად, რომელიც მისი ერთადერთი ”ოსკარის” ნომინაცია გახდა. კინოს ისტორიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფონ შტერნბერგის ფილმებში შესრულებული როლები იყო ადრეულ 1930-იან წლებში. ეს ფილმებია "იმპერატორი სკარლეტი" და "შანხაის ექსპრესი", სადაც ის საბედისწერო ქალების როლებს ასრულებს. მის კინონამუშევართაგან საგულისხმოა ფილმებში "დესტრი ისევ ცხენზეა ამხედრებული", ”საგარეო საქმეები”, ”ბრალდების მოწმე”, ”ეშმაკის შეხება” და ”ნიურნბერგის პროცესი” განსახიერებული როლები.

1937 წელს მარლენი გახდა ამერიკის მოქალაქე. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, დიტრიხი ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდელი იყო, რომელიც ომის საფონდო აქციების შეგროვების პროპაგანდას ჰკიდებს ხელს. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტინაცისტი იყო და იმდროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა. ომის დამთავრების შემდეგ, მან შეწყვიტა სამსახიობო კარიერა და გადაწყვიტა სიმღერაში ეცადა ბედი. მას ჰქონდა წარმოდგენები ლას ვეგასში, და თქვენ წარმოიდგინეთ ბროდვეიზეც. მაგრამ შემდეგ პერიოდში მარლენი აგრძელებდა სამსახიოო კარიერასაც, მართალია შემოთავაზებები არც ისე ბევრი იყო,მაგრამ მან მაინც ითამაშა ბევრ კარგ ფილმში "The Lady Is Willing", "Manpower", "The Spoilers". მისი უკანასკნელი როლი იყო ფილმში "Judgment at Nuremberg". კადრი ფილმიდან.

მისი წარმატება მჭიდროდ დაუკავშირდა ალკოჰოლს და ერთმა უბედურმა შემთხვევამ შეცვალა მისი კარეირა. 1980 წელს მისი წარმოდგენის დროს მან ფეხი დაიზიანა და უკანასკნელი 12 წელი მარლენმა საწოლში გაატარა. ის გარდაიცვალა 1992 წლის 6 მაისს, საფრანგეთში, 90 წლის ასაკში.

ერთმა ამერიკელმა მსახიობმა, John Wayne-მა განაცხადა მარლენზე : " ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ქალი, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია."

ერნესტ ჰემინგუეი იყო მარლენ დიტრიხის ერთ-ერთი მეგობარი. ერნესტი ამბობს მარლენზე: " თუ მას არ ქონდა არაფერი მისი ხმის გარდა, მას შეეძლო ამით თქვენთვის გული გაეტეხა. მაგრამ მას ჰქონდა შესანიშნავი სხეული და უმშვენიერესი სახე. არ აქვს იმას მნიშვნელობა ის თუ გაგიტეხთ გულს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქვეა, რათა ყველაფერი გამოასწოროს."

წყარო