ბლინები არაჟნით

  11:00:56     22-12-2011

მასალა:

800 გრამი პურის ფქვილი

2 ჩაის ჭიქა რძე

2 ჩაის ჭიქა მაწონი

1 ჩაის ჭიქა არაჟანი

6 ცალი კვერცხი

100 გრამი კარაქი

50 გრამი ერბო

ჯერ რძისა და თეთრი ფქვილისაგან მოვამზადოთ ჩვეულებრივი, საშუალო სისქის საფუარი, მივუმატოთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი და დავდგათ თბილ ადგილას კარგად რომ ამოვიდეს. შემდეგ ამ საფუარს დავუმატოთ 6 კვერცხის გული, გამდნარი კარაქი, ცოტა მარილი, შაქარი და ისევ  დავდგათ თბილ ადგილზე 2-3 საათით. შემდეგ შევურიოთ კიდევ 1 ჩაის ჭიქა მაწონი და მაგრად ათქვეფილი იმავე კვერცების ცილა. გავაჩეროთ კიდევ ოცი წუთით და დავიწყოთ ბლინების ცხობა. ბლინები სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან ერთად.