„ფორბსმა“ წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინა
09:56:08     20-12-2011
რეიტინგულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსახიობების მიმდინარე წლის შემოსავალი დათვალა.
გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა იმ ათი მსახიობის გვარი და შემოსავლის რაოდენობა, რომელთა მუშაობა მიმდინარე წელს ყველაზე ნაყოფიერი იყო.
Forbes–ის გამოკითხვის სათავეში მსახიობი კრისტენ სტიუარტი მოექცა.
გამოცემის მტკიცებით, მსახიობისთვის თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი, შემოსავალი 55.83 მილიონ დოლარს უდრის. მისი შემოქმედებითი კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მიმდინარე 2011 წელს, ამიტომაც საკმაოდ დიდი თანხის მოგროვება შეძლო.
მეორე ადგილს ენ ჰეტვეი იკავებს. მან მნიშვნელოვანი როლი The Dark Knight Rises-ში ითამაშა, რომელიც 2012 წელს გამოვა. მსახიობს ჰქონდა ფილმები, რომლის ტელეეკრანებზე გამოჩენამაც მას მილიონები მოუტანა. ეს ფილმებია One Day და Alice in Wonderland. ჰეტევეი საკმაოდ მომთხოვნი მსახიობია რეჟისორებისათვის და ამიტომაც მოახერხა სიაში მეორე ადგილის დაკავება.
მესამე ადგილი დაიკავა რობერტ პეტინსონმა. მისთვის გადახდილმა თანხამ, წლიურად 39.43 მილიონი დოლარი შეადგინა.
პარტინსონს ერთი საფეხურით ჩამორჩება დენიელ რედკლიფი. მსახიობი მსოფლიომ ჰარი პოტერით გაიცნო. გარდა მაყურებლის სიამოვნებისა, დენიელმა საკუთარ თავს პოპულარობის გარდა საკმაო სიმდიდრეც მოუტანა. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 34.24 მილიონ დოლარს უდრის.
ათეულის შუა პოზიციაზე შია ლბაფია. საბოლოოდ მისი შემოსავალი
29.40 მილოიონ დოლარს უდრის. ის ცნობილია ფილმებით: Transformers, Dark of the Moon. შია ერთ–ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელსაც საკმაოდ მაღალანაზღაურებად ფილმებში უწევს როლის შესრულება.
მეექვსე ადგილს რობერტ დაუნ უმცროსი დაესაკუთრა. მისმა წლიურმა შემოსავალმა ჯამში 18.74 მილიონი დოლარი შეადგინა. მსახიობმა საკმაოდ ბევრი ფილმით მოახერხა თავის დამკვიდრება. ამას გარდა უკვე მზად არის ფილმები, რომელიც ტელეკრანებზე მომავალი წლიდან გამოჩნდება, მათ შორის მსახიობს მსოფლიო აუდიტორია ფილმში „Iron Man 3“-ში იხილავს.
მეთ დეიმონი სიაში მეშვიდე პოზიციაზეა. მსახიობი, რომელიც არაჩვეულებრივად უთავსებს საქმინობას 4 ქალიშვილის აღზრდას, მიმდინარე წელს დიდი მონდომებით მუშაობდა, რამაც ათეულში მოხვედრა განაპირობა. მისმა შემოსავალმა წელს 15.83 დოლარი შეადგინა.
სიის ბოლოდან მესამე ადგილზე, ანუ მერვე პოზიციაზეა ქეით ბლანშეტი. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 15.17 მილიონ დოლარს უდრის. ბრიტანელმა მსახიობმა პოპულარობა და ფინანსური სარგებელი ფილმით „Lord of the Rings“-ით მოიპოვა.
მეცხრე ადგილზეა მერილ სტრიპი, რომელიც დღემდე ახერხებს მაყურებლის გაკვირვებას. აღსანიშნავია, რომ მან ფილმში „The Iron Lady“-ში მთავარი როლი შეასრულა, სადაც მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა. მისმა შემოსავალმა მიმდინარე წელს 13.54 მილიონი დოლარი შეადგინა.