გოთური არქიტექტურა

  06:16:34     19-12-2011

გოთური არქიტექტურა (ანუ francigenum opus) იყო არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე - რის შემდეგაც იტალიური რენესანსის გავლენით კლასიკური სტილი განვითარდა.

სიტყვა "გოთური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად, დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოთური" ხელოვნება იყო გოთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.