მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერები

  05:58:07     19-12-2011

Simo Häyhä დაიბადა სოფელ რაუტიარვიში, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით.

ზამთრის ომის დროს (1939-1940) ჰაიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის განმავლობაში მან დადასტურებული 548 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით. ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M 28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა, რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა -40 და -20 °C-ს შორის მერყეობდა. ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული, რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას “თეთრი სიკვდილი” (Белая смерть) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.

1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით, მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰა ფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა. ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებულ ძალებში.

სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილებისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად, იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წამატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა, სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო ომის გამორჩეული სნაიპერი ვასილი ზაიცევი დაიბადა 1915 წლის 23 მარტს სოფელ ელინოში. იგი იყო 62-ე არმიის სნაიპერი სტალინგრადის ფრონტზე… სტალინგრადისთვის ბრძოლაში 1942 წლის 10 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე ვასილიმ მოკლა 225 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი, აგრეთვე 11 სნაიპერი. 10 ნოემბრამდე ვასილს ყავდა 32 ჯარისკაცი მოკლული “მოსინის სტანდარტული სნაიპერით”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზაიცევს ყავს მოკლული 28 სნაიპერი და 3000 ჯარისკაცი და ოფიცერი… იგი ითველბა ერთ-ერთ ლეგენდარულ სნაიპერად, მისი სნაიპერული შაშხანა კი ინახება სტალინგრადის მუზეუმში. მას მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება! ვასილი ზაიცევი გარდაიცვალა 1991 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში… ხოლო 2006 წლის 31 იანვარს გადაასვენეს და დაკრძალეს ვოლგოგრადში! მასზედ არის გადაღებული ორი მხატვრული ფილმი – “სიკვდილის ანგელოზი” (რუსეთი, 1993) და “მტრის კარიბჭესთან” (აშშ, 2001)…

ივან მიხაილის ძე სიდორენკო (დაიბადა 1919 წლის 12 სექტემბერს) არის წითელი არმიის ყოფილი ოფიცერი,რომელიც მსახურობდა მეორე მსოფლიო ომში.ის იყოს ერთ-ერთი ელიტარული სნაიპერი,რომლის სახელზეც არის 500-ზე მეტი დადასტურებული მკვლელობა.

დააწინაურეს რა მაიორის ტიტულამდე,ის იყო ყველაზე წარმატებული საბჭოთა სნაიპერი.იყენებდა ოპტიკით აღჭურვილ რუსულ შაშხანა მოსინს.სიდორენკო არ იყო ერთადერთი საბჭოთა ჯარისკაცი:სხვა საბჭოთა სნაიპერებმაც მოკლეს იმდენივე ადამიანი,რამდენიც სიმო ჰაიჰამ..

ბილი სინგი

უილიამ ედვარდ სინგი (1886-1943) იყო ავსტრალიელი სნაიპერი. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში და გალიპოლის ომში.

24 ოქტომბერს 1914 წელს, ომის დაწყებიდან 2 კვირაში.სინგი ჩაირიცხა ავსტრალიის სამეფო ჯარების მეხუთე მსუბუქ კავალერიაში. სინგმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება გალიპოლის სამხედრო კამპანიაში 1915-1916 წლებში.პოლკის ოფიციალური ჩანაწერებით მან სიცოცხლეს გამოასალმა 150 ადამიანი.თუმცა 1915 წლის 23 ნოემბერს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამხედრო კორპუსების გენერალმა უილიამ ბერდვუდმა დააჯილდოვა ის მისი 201-ე დაუდასთურებელი მკვლელობისთვის.

ჰენრი ნორვესტი-ყოფილი როდეოს შემსრულებელი და რანჩოს მეპატრონე,მსახურობდა ნორვესტის (კანადა) პოლიციაში 1915 წლის სექტემბრამდე,როცა ის შეუერთდა კანადის სამხედრო ძალებს. კანადის 50-ე ქვედადანაყოფში, სამწლიანი მსახურის დროს მან სიცოცხლეს გამოასალმა 115 ადამიანი.სამხედრო მოღვაწეობის დროს ის რაც განასხვავებმა მას სხვებისაგან იყო, მისი ცბიერი ტაქტიკა და მისი პროფესიონალური ნიჭი გარემოსთან შეეხამებინა სამხედრო ფორმა.მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო,ის არაერთხელ გაუგზავნიათ მტრის ზურგში სადაზვერვო საქმეზე.

კარლოს ნორმან ჰესკოკი II

კარლოს ნორმან ჰესკოკ II (1942-1999) იყო ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსის სნაიპერი,რომლის სახელზეც არის 93 დადასტურებული მკვლელობა.ჰესკოკის ჩანაწერებმა და მისიერის არაჩვეულებრივმა დეტალებმა,რომლებშიც ის მონაწილეობდა ჰესკოკი საზღვაო კორპუსის ლეგენდად აქცია.მისმა წარმატებამ როგორც სნაიპერი და შორ მანძილზე სროლის ოსტატობამ,კესკოკი აქცია საზღვაო ძალების სნაიპერთა სკოლის მთავალ მწვრთნელად.

კარლოს ჰესკოკი მისთვის მიძღვნილ წიგნში,რომელიც მიეძღვნა მისი სნაიპერის კარიერას,ის ასე აღნიშნავს:”მე მიყვარს სროლა და მე მიყვარს ნადირობა.მაგრად მე არასდროს არ მსიამოვნებდა ვინმეს მოკვლა.ეს უბრალოდ ჩემი სამუშაოა.თუ ჩვენ არ გავანადგურებთ ამ ნაბიჭვრებს,მაშინ ისინი გაანადრურებენ ჩვენს ბავშვებს,რომლებიც ჩვენ საზღვაო ფორმაში გამოვაწყვეთ.ეს არის გზა თუ როგორ ვხედავ მე ამ ყველაფერს”

ლუდმილა პავლიჩენკო

ლუდმილა მიხეილის ასული პავლიჩენკო (უკრაინა.1916-1974) იყო საბჭოთა სნაიპერი და იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.მის სახელზეა 309 სასიკვდილო გასროლა,და ითვლება, როგორც ყველაზე საუკეთესო ქალი სნაიპერი, სნაიპერთა ისტორიაში.

წყარო:armada.ge