ხიზილალის სალათა

  05:10:37     19-12-2011

მასალა:

1 ცალი კვერცხი

20 გ. წითელი ხიზილალა

20 გ. კიტრი

10 გ. მწვანე სალათა

20 გ. პამიდორი

10 გ. მწვანე ხახვი

მაგრად მოხარშულ კვერცხს მოვაჭრათ ორივე მხრიდან ბოლოები და მივცეთ კასრის ფორმა. კვერცხს ერთი მხრიდან ამოვაცალოთ გული და  ამოვავსოთ ხიზილალით. თეფშზე დავაწყოთ მწვანე სალათის ფოთლები, მოვრთოთ კიტრის, პამიდვრის ნაჭრებით, მწვანე ხახვით და მოვათავსოთ კვერცხი.