შამფურზე შემწვარი კურდღელი
12:35:15     16-12-2011
მასალა:
1 ცალი კურდღელი
1 ჯამი ტყემლის წვენი
მარილი გემოვნების მიხედვით
კურდღელი გავატყავოთ, გამოვშიგნოთ და გავრეცხოთ, მოვაცილოთ თავი და ფეხები მოვაყაროთ მარილი გარედან და შიგნიდან, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ შუა ცეცხლზე. შემწვარი კურდღელი დავჭრათ ან შეიძლება მთლიანად მივიტანოთ სუფრაზე. მასთან ერთად მივიტანოთ ტყემლის წვენი.