კაკაოს კოქტეილი
12:33:56     16-12-2011
მასალა:
1 ს/კ კაკაო
3 ს/კ შაქარი
1 ჭიქა გაზირებული წყალი
3 ს/კ წყალი
არაჟანი და კონიაკი
კაკაოთი, შაქრითა და წყლით მოხარშეთ შოკოლადის სიროფი. როგორც კი სიროფი ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. დაუმატეთ არაჟანი, კონიაკი და გაზირებული წყალი. მიქსერში კარგად ავთქვიფეთ ყველაფერი და ჭიქებში გადაანაწილეთ.