"15 ფილმი მადონას შესახებ"
13:01:13     14-12-2011
"15 ფილმი მადონას შესახებ" სატელევიზიო დოკუმენტური ფილმია, შექმნილი A&E Network-ის მიერ. ეთერში გავიდა 2006 წლის 31 დეკემბერს და შეიცავს 15 განსხვავებული სტილის მოკლემეტრაჟიან ფილმს. ჟანრები კი ასეთია: კომედია, დოკუმენტური, მუსიკალური, ყალბი კინოს ე.წ. ტრეილერი, მოგონილი პოლიტიკური რეკლამები, ანიმაცია და დრამა.
რეჟისორი სებასტიან დოგარტი (Sebastian Doggart) მუშაობდა 150 ძლიერ გუნდთან, მათ შორის ანიმატორებთან, მეთოჯინეებთან, მსახიობებთან, კომპოზიტორ კეროლ კონორსთან (Carol Connors), მწერალ ჯეიმს ფლინტთან (James Flint) და მადონას ორეულ, კრის ამერიკასთან (Chris America). ფილმი გადაღებულია აშშ-ში, იაპონიაში, ირანში, ავღანეთში, მექსიკაში, კუბასა და ისრაელში. ფილმი წარადგინეს 2008 წლის Muestra de Nuevos Realizadores-ის დაჯილდოვებაზე ჰავანაში, კუბაზე და ნაჩვენები იქნა პრესტიჟულ კინოთეატრ Charles Chaplin-ში.