ჯუანშერი - „ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ოვსეთში“
13:12:20     13-12-2011
ძველი სტილით 30 ნოემბერს (ახალი სტილით 13 დეკემბერს), ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით უპრიანი იქნება გახსენება დიდი ხელმწიფისა, არა მარტო როგორც მეფისა თუ მეომრისა, არამედ, როგორც მისაბაძი მაგალითისა.
რუსი იმპერიალისტები და მათი მარიონეტი ოსი სეპარატისტ-ტერორისტები აცხადებენ, რომ ცხივნელის რეგიონი, რომელსაც ისინი სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, ჩვენიაო. რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ საქართველოს მტრები, ცხინვალის რეგიონის, ჩრდილო ქართლის, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილის, ისტორიული ქართული ტერიტორიის, ოსურობას.
იქნებ ოცნება აქვთ, რომ სადმე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რაიმე დამამტკიცებელ საბუთს წააწყდნენ, მაგრამ ამგვარი გათხრების წარმოებას არ ვურჩევს სეპარატისტ-ტერორისტებს, მარიონეტებს, რუსების მონებს, ვინაიდან, იმ ტერიტორიაზე მხოლოდდამხოლოდ ქართული ისტორილი ძეგლები თუ აღმოჩნდება, ქართული წარწერები და სხვა.
ვერც ერთ ოსურ ძეგლს, ვერც ერთ საბუთს, ვერც ერთ წარწერას ვარასოდეს ვერ აღმოაჩენენ ჩრდილო ქართლში და დვალეთში საქართველოს მტრები... როცა იმ ტერიტორიებზე ქართველთა კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, არც რუსებს და არც ოსებს დამწერლობა არ ჰქონდათ...
არაკორექტულმა კამათმა, ცრუ არგუმენტებმა შესაბამისი პასუხები იცის...
წავიკითხოთ ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და დავრწმუნდებით, რომ კოკოევი და პუტინი მატყუარა ადამიანები არიან...
კოკოევებო, პუტინებო, მედვედევებო, დუგინებო ... უძველესი ქართული კულტურის ძეგლებით, მათ შორის ჯუანშერის ნაწარმოებით, მტკიცდება, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ხოლო ჩვენი დიდი მეფეების, ჩვენი წმინდანები, ჩვენი უბრალო წარმოშობის ადამიანების, მეომრების მაგალითები კი გვარწმუნობს, რომ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ...
ჯუანშერის თხზულება არის შესანიშნავი ლიტერატურული ძეგლი და ისტორიული წყარო, სადაც, ლამაზი ქართულით მოთხრობილია ისეთი ამბები, რაც ქართველთა უფლებებსა და ვაჟკაცობას, ქართველთა მტრების კი ქურდ-ბაცაცობას, და აუცილებელ მარცხსა ამტკიცებს...
გავზარდოთ შვილები, ჩვენი ახალგაზრდები ჯუანშერის ნაწარმოებით, ვახტანგ გორგასლისა და მისი მეომრების მაგალითით, და კავკასიის მთები კვლავ დაიწყებს დრეკას, როცა ისინი ქართველი ჯარისკაცის ფეხსაცმელებით დააბიჯებენ ჩვენს წმინდა მიწაზე, ცხინვალში, ჯავაში, ავლევში, აჩაბეთში და უფლის ნებით კვლავ ჩაკეტავენ, გიორგი მეთორმეტის მიერ სისულელით გახსნილ დარიალის კარს...
დღეს, გავიხსენოთ როგორ დაარბია დიდმა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის მომტაცებელი ოსები, რომლებიც მაშინაც აწუხებდნენ საქართველოს...
ოსები ბედნიერად ცხოვრობდნენ ყოველთვის ჩვენს სამშობლოში, როდესაც ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ჩვენდამი... ასე იქნება მომავალშიც...
მაგრამ, იმ ოსებს, ვინც ბაყათარს და თარხანს, კოკოევს და მათნაირებს მიემსგავსებიან საქციელით, დღეს იქნება თუ ხვალ, უსათუოდ დასჯის ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ვახტანგ გორგასალივით იტყვის: „არა დავითმინო კიცხევა ოვსთა“, როცა რუსეთი თხასავით გაყიდის თავის ოს „მეგობრებს“, ან როცა რუსეთი დაიშლება... რუსეთიც დაისჯება და სასტიკად, აგერ ნახავთ...
ეჰეიიი, საქართველოს მტრებო! ჩვენ, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე უარს არ ვამბობთ!..
ქართლის ცხოვრება
ჯუანშერი
ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა
ლაშქრობის გაპირვა ოვსეთზე
და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად კაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერის-თვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისი-ცა ტყუე-ქმნილ იყო ოვსთაგან.
ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მჴედარი და სამოცი ათასი ქუეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თჳსნი თორმეტი ათასი მჴედარი.
და ვახტანგ მეფე განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასრულნა სპანი თჳსნი და განასხნა: მოეწონნეს სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს , შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა.
და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ:
„უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა“.
და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-წული მისი, დაუტევა მცხეთას.
წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ორმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა.
შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.
მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.
და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე.
ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თქუა:
“გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“.
ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად.
და აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე.
მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.
და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან: ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო ვითარცა უჴორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან.
ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.
მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა:
- „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა“.
მაშინ განკჳრდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათა-მცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.
არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა:
- „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, და არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: - „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“.
წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.
ა~. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან
მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი. მოხედნა თარჴან და რქუა:
„მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი“.
აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა.
ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა:
- „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“.
მოჰკუეთა თავი თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.
ბ~. აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან
და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა და თქუა:
- „ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ“.
მაშინ პასუხ უგო ვახტანგ ბაყათარს და რქუა:
- „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“.
და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. ჴმა უყო ბაყათარს და რქუა:
- „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო“.
მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა:
- „მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან“.
მაშინ ვახტანგ უკუდგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე, ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.
მაშინ-ღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ჴელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა, და თაყუანის-ცა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა, და რქუა ჴმითა მაღლითა:
- „მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს!“
ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა. ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი.
მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა ქარაფისა, აღჴდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქუეითნი და შემდგომად სიმრავლე მჴედართა.
და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო ძრწოდიან. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ჴმა ვახტანგისი, ვითარცა ჴმა ლომისა; და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფე-წული. და იგინი-ცა იბრძოდეს მჴნედ.
მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს უკ-მოჴსნისათჳს ტყუეთასა, რომელნი წარტყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკ-მოიქცეს დევნისაგან, და დაიბანაკეს ბანაკსა-ვე თჳსსა: სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. და მერმე განიბნივნეს ტყუენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ.
ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ. და არაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ჴელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა.
და განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნ-ვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა. და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და მოადგა ოვსეთსა-ვე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცულად დისა მისისა, ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს, და ესე მოიყვანა.
ხოლო ტყუენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელსა, იგი ყოველნი უკ-მოიჴსნნა თჳთო თჳთოსათჳს, და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა სხუა ტყუე ოცდაათი ათასი, და რომელი უკ-მოიჴსნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას ორმოცდაათი ათასი, და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტეობილთაგან კიდე თუალვით ექუსას ორმოცდაათი ათასი თჳნიერ პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თუე.
მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნნა დაჲ მისი მირანდუხტ და ტყუე იგი მოველი გზასა დარიალისასა, და თჳთ სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე.
და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს საჴელთა და სამოსელთა მათთა ფერჴთა ქუეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგე-ვითარი ძლიერი წყობა.
მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თჳსსა, და წარჩინებულ ქმნნა მჴედარნი, მსახურნი მჴნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავისა მისგან დედის ძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა ათასი, ცხენი საჴედარი ათასი, ჴდალი ცხენი ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი საჴედარი ათი ათასი, ცხენი ჴდალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ჴელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა წერილ იყო ესრეთ:
„ურმისდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“. და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოკრბეს და დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ვითარ ორასი ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა მისი, ერის-თავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკანისათა, ვითარ ორას ათასითა მჴედრითა.
მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა, და ერთი დაჲ მისი ხუარანძე-ცა იყო ძლიერი და შუენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩომილ იყვნეს: იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა.
ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანის-ვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა.
მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი.