ქათმის ხორცი თაფლით

  11:12:08     12-12-2011

მასალა:

500 გრ ქათმის ფილე (პატარა ნაჭრებად დაჭრილი)

1 კვერცხის ცილა

40 გრ კარტოფილის ფქვილი

2 თავი ხახვი

1 მწვანე ბულგარული წიწაკა

2 სტაფილო

1/4  ჭიქა თაფლი

2 სუფრის კოვზი მოხალული ნუში

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

 

გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. დაჭრილი ხორცის ფილე ნაწილ-ნაწილ ამოავლეთ ათქვეფილ ცილაში, შემდეგ კარტოფილის ფქვილში და შეწვით მაღალ ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში (სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას). გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე, რომ დაიწრიტოს. ხელახლა გაახურეთ ვოკი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით თხლად დაჭრილი ხახვი 3-4 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ. შემწვარი ბოსტნეული ამოავლეთ თაფლში, დაამატეთ ნახევრადშემწვარი ქათამი, ხელახლა აურიეთ ყველაფერი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაამატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ მოხალული ნუში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.