თურქეთის საჩუქარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
13:41:24     10-12-2011
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს თურქი პარტნიორებისგან სამხედრო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიიღო საჩუქრად. ტექნიკისა და აღჭურვილობის გადმოცემა თურქეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა. ხელშეკრულება სასწავლო და ლოჯისტიკურ სფეროში დახმარებას ითვალისწინებს, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატოს სტანდარტების კიდევ უფრო ფართო მასშტაბით დანერგვას ემსახურება.
თურქეთის ელჩი საქართველოში მურათ ბურჰანი, თურქეთის სამხედრო ატაშე ადემ იუქსელი, საქართველს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბერიძე და ლოჯისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე ტექნიკის ოფიციალურად გადმოცემას და საარტილერიო მომზადების სიმულაციური ცენტის გახსნას დაესწრნენ.
თურქულმა მხარემ დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ტექნიკა და აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასაც გადასცა. ქართული მხარისათვის გაწეული დახმარება მთლიანობაში 1.692 747 აშშ დოლარის ღირებულებისაა.
mod.gov.ge