სოფია როტარუს ლირიული ხმა

  11:35:32     09-12-2011

სოფია როტარუ მოლდაველი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მოცეკვავე, მსახიობია. ცნობილია ღრმა ლირიული ხმითა და მომხიბვლელობით. 1988 წელს, სოფია როტარუ პირველი პოპ-მომღერალი გახდა, რომელსაც „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის“ წოდება მიენიჭა, ხოლო 2000 წელს, რუსული მედია მას XX საუკუნის მომღერალს უწოდებს.

ამჟამად, ის უკრაინის მოქალაქეა და იალტაში ცხოვრობს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: უკრაინის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტი, მოლდავეთის სსრ-ის სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, ლინინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, უკრაინის გმირი, მოლდავეთის გმირი (მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს „რესპუბლიკის ორდენის“ კავალერი).